logo
ENG



"სილქნეტის" აბონენტების პერსონალური მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა

20 მარ 202420:04
3 წუთის საკითხავი
clock 134

ამ დრომდე უცნობია, როგორ გავრცელდა სილქნეტიდან ათასობით მოქალაქის პირადი ინფორმაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ფაქტს მომხმარებლის განცხადების საფუძველზე იკვლევს და არა კომპანიის. მათ შორის გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ დაარღვია სილქნეტმა პერსონალური მონაცემების შენახვის წესი. კომპანიის მტკიცებით, გავრცელდა  2 ათასი და არა 33 ათასი აბონენტის მონაცემი. პრობლემა ისაა, რომ გაჟონვის შემდეგ ინფორმაცია ინტერნეტში გახდა ხელმისაწვდომი, რაც უსაფრთხოების რისკების შემცველია.


close დახურვა